Saturday, February 21, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,ვისწავლეთ სქემების და დიაგრამების აგება და მათში ინფორმაციის განთავსება. სურათების გადმოტვირთვა, შენახვა და საჭირო ადგილზე ჩასმა.მივიღეთ მომდევნო დღის დავალებები.
დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო. მადლობა ტრენერს...

მოსწავლის ნაშრომი

Wednesday, February 18, 2015

მეხუთე დგის რეფლექსია

დღეს გავიმეორეთდა დავასრულეთ წინა დგის დავალებები და გადავედით ახალ მოდულზე.ვისწავლეთ დამატებითი რესურსების მოძიება და ბლოგზე განთავსება.

Friday, February 13, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები


ზოგადი შეკითხვა:

რა ელის დედამიწის არსებობას და რატომ?

თემატური შეკითხვები:

1. რა არის სინდისი?
2.რაზე დაგვაფიქრებს ''ვაჟა-ფშაველას'' ლექსი-''სინდისი?
3.რა შეადგენს ამქვეყნიური ცხოვრების არსს?
 

შინაარსობრივი შეკითხვები:


1.რატომ ტირის სინდისი?
2.როგორ გამოვლინდება სინდისის ძალა ''ალუდა ქეთელაურსა'' და ''სტუმარ -მასპინძელში''?
3.რაზე მიგვანიშნებს ის,რომ სინდისის ბედზე მსჯელობისას ავტორი სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის, ეროვნების და სარწმუნოების ადამიანებს ჩამოთვლის?
4.რა ელის სამყაროს  სინდისის დაყრუების შემთხვევაში ლექსის მიხედვით?


Wednesday, February 11, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ დატვირთული იყო. დავასრულეთ დაწყებულ ბროშურაზე მუშაობა. შევისწავლეთ, როგორ დავუკავშიროთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი  პროექტის მიზნებთან. მივიღეთ მომდევნო დღის დავალება.

მოსწავლის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

მოსწავლეები გამოიკვლევენ ''სინდისის მდგომარეობას ''ვაჟა- ფშაველას'' ლექსის მიხედვით;                                                                                                                                                   გაატარებენ ლიტერატურულ პარალელებს სინდისის ძალის გამოვლენასთან ''ალუდა ქეთელაურსა'' და  ''სტუმარ-მასპინძელში, ასევე აკ.წერეთლის ''გამზრდელში'';                            გააკეთებენ დასკვნას, თუ რა საშუალებით
ასუსტებენ ადამიანები სინდისს;                        შექმნიან ვიდეო რგოლს სათაურით- შე   ვინარჩუნოთ სინდისი და გადავარჩინოთ დედამიწა.                                                                     გააკეთებენ პრეზენტაციას.

Saturday, February 7, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დგეს დავიწყეთ ბროშურის მომზადების შესწავლა, რამაც ძალიან დამაინტერესა.

Friday, February 6, 2015

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის სათაური-ვაჟა-ფშაველას''სინდისი'': კაცობრიობა და სინდისი                                  პროექტის შინაარსი:საწყის ეტაპზე მოსწავლეები სპეციალური თვალითკითხულობენ        ნაწარმოებს და აანალიზებენ პრობლემას, უკავშირებენ თანამედროვეობას.შემდეგ იყოფიან ჯგუფებად. ერთი ჯგუფი ეძებს "სინდისის ძალის" პარალელებს "ალუდა ქეთელაურსა და "სტუმარ- მასპინძელში"; მეორე- აკ. წერეთლის გამზრდელში.მესამე ბაირონის "კაენში''. ვაწყობთ დისკუსიას-სინდისი და მსოფლიო.შეჯამების მიზნით ვაწერინებ თავისუფალ თემას.

პირველი დღის რეფლექსია

  ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ზოგად ინფორმაციას ინტელის კურსის შესახებ.        ინფორმაციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.გამიჩნდა შეგრძნება, რომპროგრამის სახით გვერდით მკავს საიმედო მეთოდური მრჩეველი.